aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხაზარაძე დოკუმენტზე: დარჩა პოლიტპატიმრებისა და ვადამდელი არჩევნების საკითხების

aviabiletebi
ავიაბილეთები

ლელოს ერთერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით, ქართულმა ოცნებამ საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლით გააცნობიერა, რომ უნდა დაეთანხმოს დანიელსონის დოკუმენტს. ახლა დარჩა ბოლო რაუნდი პოლიტპატიმრებისა და ვადამდელი არჩევნების საკითხების შესათანხმებლად.

“ოცნებამ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლით, გააცნობიერა, რომ უნდა დაეთანხმოს დანიელსონის დოკუმენტს. შეგახსენებთ, 5-ი პუნქტიდან 3-ს ოპოზიცია იქვე, მოლაპარაკების დროს დაეთანხმა. დარჩენილ ორ პუნქტთან დაკავშირებით — პოლიტპატიმრები და ვადამდელი არჩევნები, იყო მსჯელობა სხვადასხვა ფორმულაზე, რომელიც ბოლო შეხვედრის დროს ვერ დასრულდა. ამიტომ დარჩა ბოლო რაუნდი ორი პუნქტის შესათანხმებლად, აქ აუცილებელია ბნ. დანიელსონის მონაწილეობა, რათა მოხდეს საბოლოო შეთანხმება და დოკუმენტზე ხელმოწერა”, – წერს ხაზარაძე.

შეგახსენებთ, ქართულმა ოცნების თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხდა, რომ კრისტიან დანიელსონის შემოთავაზებულ დოკუმენტს ხელს აწერენ.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის მიზნით პირველად 12 მარტს ჩამოვიდა. მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დამთავრებულიყო, თუმცა წარუმატებელი მოლაპარაკების გამო ვიზიტი გაახანგრძლივა, თუმცა მისი შუამავლობით გამართული შეხვედრები მხარეებს შორის შეთანხმებით არ დასრულებულა.

დანიელსონმა ქვეყანა 19 მარტს დატოვა. კრისტიან დანიელსონი საქართველოში მხარეებს შორის მედიაციის გასაგრძელებლად 28 მარტს დაბრუნდა. თუმცა მისი მედიაციით გამართული მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა.

დანიელსონის მიერ წარდგენილ დოკუმენტში 5 საკითხი იყო ნახსენები:

  • პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება;
  • ამბიციური საარჩევნო რეფორმა;
  • კანონის უზენაესობა/სასამართლო რეფორმა;
  • პარლამენტში ძალაუფლების განაწილება;
  • მომავალი არჩევნები.
იტვირთბა....