ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თალაკვაძე: ოცნება შარლ მიშელის წარდგენილ დოკუმენტს ხელს აწერს

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის თქმით,  ქართული ოცნება დღეს საჯაროდ აწერს ხელს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლის მიშელის შექმნილ დოკუმენტს.

თალაკვაძის თქმით, დოკუმენტით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები არ გაყალბებულა.

“დღეს ქართული ოცნება საჯაროდ აწერს ხელს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლს მიშელის ეგიდით მიერ შექმნილ დოკუმენტს, რომელიც პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა წარმოადგინა. ჩვენ დიალოგის დასკვნით შეხვედრაზევე დავიფიქსირეთ დოკუმენტის ხელმოწერაზე პრინციპული თანხმობა. დღემდე არ მოვაწერეთ ხელი, რადგან ველოდით ოპოზიციის მხრიდან შემხვედრ ნაბიჯებს. ამ დოკუმენტში ევროკავშირმა არ შეიტანა რიგგარეშე არჩევნების საკითხი. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ოპოზიციის მიერ გამოთქმულ ბრალდებას არჩევნების გაყალბების შესახებ, არ იზიარებს საერთაშრისო საზოგადოება”, – განაცხადა თალაკვაძემ.

თალაკვაძის თქმით, ამოიწურა დამატებითი კონსულტაციებისთვის განკუთვნილი დრო, ხოლო ოპოზიცია შეთანხმებაზე ხელმოწერას ვერ ახერხებს.

შეგახსენებთ, კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის მიზნით პირველად 12 მარტს ჩამოვიდა. მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დამთავრებულიყო, თუმცა წარუმატებელი მოლაპარაკების გამო ვიზიტი გაახანგრძლივა, თუმცა მისი შუამავლობით გამართული შეხვედრები მხარეებს შორის შეთანხმებით არ დასრულებულა.

დანიელსონმა ქვეყანა 19 მარტს დატოვა. კრისტიან დანიელსონი საქართველოში მხარეებს შორის მედიაციის გასაგრძელებლად 28 მარტს დაბრუნდა. თუმცა მისი მედიაციით გამართული მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა.

დანიელსონის მიერ წარდგენილ დოკუმენტში 5 საკითხი იყო ნახსენები:

 

  • პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება;
  • ამბიციური საარჩევნო რეფორმა;
  • კანონის უზენაესობა/სასამართლო რეფორმა;
  • პარლამენტში ძალაუფლების განაწილება;
  • მომავალი არჩევნები.

 

 

 

იტვირთბა....