ახალი ამბები კორონავირუსი მთავარი მსოფლიო

დანიაში ასტრაზენეკას ვაქცინაციის შესახებ ბრიფინგზე ჯანდაცვის წარმომადგენელმა გონება დაკარგა

დანიის მედიცინის სააგენტოს დირექტორს ტანია ლუნდ ერიხსმენს გული იმ დროს წაუვიდა, როდესაც ის ასტრაზენეკათი ვაქცინაციის სრული შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას აცხადებდა. ამის შესახებ ინფორმაციას ალარაბია ავრცელებს.

ამის მიზეზი სისხლის შედედების პრობლემაა, რაც ვაქცინირებულ ადამიანებში გამოვლინდა.

ეს გადაწყვეტილება სავარაუდოდ იმოქმედებს იმ გეგმაზე, რის მიხედვითაც დანიამ აგვისტოს ბოლომდე უნდა აცრას მოსახლოების უმეტესი ნაწილი.

როგორც დანიის ჯანდაცვის ოფიციალური უწყება აცხადებს, მათ დაადგინეს გარკვეული გვერდითი ეფექტები, რაც კავშირშია სისხლის შედედების პროცესებთან.

“ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ვაქცინაცია ნებისმიერ შემთხვევაში, მოსახლეობის ყველა ჯგუფში, მიუხედავად ყველაფრისა”, – ნათქვამია დანიის ჯანდაცვის უწყებაში.

დღეისთვის დანიაში 1 486 351 ვაქცინის დოზაა გაცემული, რაც მოსახლეობის დაახლოებით 17 %-ია.

იტვირთბა....