ახალი ამბები მთავარი ციტატა

სამხარაძე: ოპოზიციას, მე მგონი, რურუას და მელიას ციხიდან გამოშვება არ უნდა

[su_quote]ოპოზიცია ვერ გვეუბნება, რატომ უნდა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, რა არის ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საფუძველი. არჩევნები თუ არ გაყალბდა, თუ ქვეყანაში სამთავრობო კრიზისი არ არის, მაშინ რატომ უნდა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები. ეს არის ჩვენი კითხვა, რომელზეც ვერ გვპასუხობენ. არათუ ჩვენ ვერ გვპასუხობენ, ვერ პასუხობენ საერთაშორისო საზოგადოებას, რომელიც ძალიან მყარად ამბობს, რომ მათ უნდა აიღონ მანდატები და შევიდნენ პარლამენტში. ვადამდელი არჩევნების დასაბუთება ჩვენ მათგან ვერ მოვისმინეთ, ამიტომ ეს საკითხი დახურულად უნდა მივიჩნიოთ. მათ რურუას და მელიას გამოშვებაც არ უნდათ მე მგონი, ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება. მათ უნდათ ქვეყანაში მუდმივი დაძაბულობა[/su_quote]

აღნიშნული განცხადება რუსთავი 2-თან  საუბრისას პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ გააკეთა.

იტვირთბა....