aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხვიჩია პარლამენტში შესვლაზე: გარედან ვერაფერს ვაგონებ და დერეფანში რომ შემხვდებიან ხომ დაველაპარაკები?

aviabiletebi
ავიაბილეთები

გირჩის ერთერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, ის პარლამენტში როდესაც შევა, დერეფანში შემხვედრ პოლიტიკოსებს გირჩის გეგმებზე დაელაპარაკება, კიდევ სხვა რაღაცეებზეც ილაპარაკებენ, მანვე აღნიშნა, მმართველ გუნდს გარედან ვერაფერი გააგებინა და იქნებ დერეფნებიდან გააგონოს. ამის შესახებ მან რუსთავი ორში განაცხადა.

“ბოიკოტის რეჟიმში ყოფმა ოპოზიციამ საკუთარ თავს მისცეს უფლება, რომ ხელფასი აეღოთ. ჩემი კოლეგები ამას რო იღებენ და მე რომ პარლამენტში შევიდე რისი უფლებაც ქართულ ოცნებას არ მოუნიჭებია, ეს ქართველმა ხალხმა მომანიჭა. იქ შესვლის უფლება მაქვს და იქიდან ვილაპარაკო იმ გეგმებზე, რომელიც გაზეთ გირჩის გზაში მიწერია, სხვანაირად ვერ ვაგონებ ქართულ ოცნებას, გარედანაც ხომ ვლაპარაკობ, მაგრამ ვერ ვაგონებ. იქ რომ ვიქნები დარბაზგარეთ, რომ შემხვდება დერეფანში ხომ ყველაფერზე დაველაპარაკები? კიდევ სხვარამეზეც დაველაპარაკები. ეს ხო მნიშვნელოვანია საქართველოში პოლიტიკოსები ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ”, – ამბობს ხვიჩია.

ცოტახნის წინ, გირჩის ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა მეტრონომთან საუბარში განაცხადა, რომ ორშაბათს 19 აპრილს გირჩი პარლამენტში მივა. მეგრელიშვილის თქმით, გირჩის წევრები საკანონმდებლო ორგანოში საკუთარი ოთახებში მოსანახულებლად მიდიან.

იტვირთბა....