ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ სხვადასხვა ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა აუცილებელია
როგორც იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, საგანგებო ბრიფინგზე კულუმბეგოვმა აღნიშნა, ვაქცინაციის დანიშნულება მსოფლიოში ავადობის, ჰოსპიტალურ სექტორზე დატვირთვის და სიკვდილიანობის შემცირებაა.
“ადამიანებს, რომლებსაც აქვთ რისკის ფაქტორის დაავადებები, რომელთა სიკვდილიანობა კოვიდის განვითარებაში შემთხვევაში ასმაგად უფრო დიდია, ვიდრე ჯანმრთელი ადმიანის შემთხვევაში, მათი აცრა არათუ შეიძლება, არამედ – აუცილებელია. პირველი და მეორე ტიპის დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, სხვა ნევროლოგიური, გულსისხლძარღვთა ან სასუნთქი გზების დაავადებები ვაქცინაციის გამოყენების პირდაპირი ჩვენებაა. კუაგულანტების გამოყენება არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს. ერთადერთი გამოვლინებაა, რომ ინექციის ადგილას შეიძლება გაჩნდეს სისხლჩაქცევა. პაციენტების უდიდეს ნაწილს, რომელთაც თრომბოემბოლია განუვითარდათ, არავითარი წინასწარი რაიმე დაავადება, ან რაიმე რისკ-ფაქტორი არ უვლინდებათ“, – განაცხადა ბრიფინგზე კულუმბეგოვმა.