[su_quote]დღეს ჯანდაცვის სექტორის გადატვირთვის პრობლემა ნამდვილად არ დგას, მაგრამ თუ შემთხვევების ამგვარი მატება იქნება, ბუნებრივია, ჩვენ გვაქვს კოვიდ-კლინიკების გაფართოების გეგმა. დღევანდელი მდგომარეობით 4 500-მდე საწოლია მობილიზებული ჯანდაცვის სექტორში. აქედან 2 500-ზე მეტი უკვე დაკავებულია. 2 000-მდე არის თავისუფალი, მაგრამ თუ ასეთი ტენდენციით გაგრძელდა შემთხვევების მატება, რა თქმა უნდა, მეტი იქნება საჭირო. ამაზე მუშაობა მიდის[/su_quote]
აღნიშნული განცხადება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.