[su_quote]სინოფარმის თაობაზე, საკმაოდ ბევრი და კარგი მონაცემი არსებობს – მის ეფექტურობასთან დაკავშირებით. არის 35 ქვეყნის ავტორიზაცია. გადაუდებელი გამოყენებისთვის ჩვენმა ქვეყანამაც დაუშვა სინოფარმი ბაზარზე… გვერდითი მოვლენების გამოვლენის მაჩვენებელი სინოფარმზე არის დაბალი, სხვა ვაქცინებთან შედარებით. ეს არის ის მონაცემი, რომელიც დღემდე ჩვენს ხელთ არსებულია[/su_quote]
აღნიშნული განცხადება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.