[su_quote]ფაიზერის მეორე დოზაზე რეგისტრაცია გაიხსნება დღეს, დღის ბოლოდან. ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, რაც მინდა დავაფიქსირო არის ის, რომ მოქალაქეს მეორე დოზა შეუძლია ჩაიტაროს და მიიღოს იქ, სადაც გაიკეთა პირველი დოზა. ამდენად, ამ მიმართულებით თხოვნა გვაქვს, რომ პროცედურები დაცული იყოს. დღეს, დღის ბოლოდან გაიხსნება რეგისტრაცია და მიიღებენ შეტყობინებას რეგისტრაციასთან დაკავშირებით. „ფაიზერის“ დოზები გადანახულია, არაფერს ველოდებით და ამდენად, ვაქცინაცია შეუფერხებლად გაგრძელდება[/su_quote]
აღნიშნული განცხადება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.