ახალი ამბები მთავარი ციტატა

გაბუნია: სინოფარმით ვაქცინაციის რეგისტრაცია 27 აპრილიდან დიწყება

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით,  სინოფარმით ვაქცინაციის რეგისტრაცია 27 აპრილიდან დიწყება.

როგორც გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, მაისის დასაწყისში, შერჩეულ დაწესებულებებში ვაქცინის ადმინისტრირება იქნება შესაძლებელი.

“საბჭოს რეკომენდაციით, მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და ექსპერტების ჯგუფები უკვე დაასრულებენ მუშაობას ყველა იმ პროტოკოლზე და დეტალურ რეკომენდაციებზე, რომელიც შეეხება ქვეყანაში სინოფარმის ვაქცინის დანერგვას. სინოფარმის ვაქცინის რეგისტრაციის პროცესი გაიხსნება 27 აპრილისთვის, რადგან მაისის დასაწყისში, მას შემდეგ, რაც სააღდგომო დღესასწაულები ჩაივლის, დაიწყოს რეალურად ვაქცინის ადმინისტრირება შერჩეულ დაწესებულებებში”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

 

იტვირთბა....