ახალი ამბები მთავარი სამართალი

საქართველოს ბანკში შეჭრილი თავდამსხმელი, სავარაუდოდ, პნევმატური იარაღით იყო შეიარაღებული

თბილისში, ავლაბრის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს ბანკში შეჭრილი თავდამსხმელი პნევმატური იარაღით იყო შეიარაღებული, რომელიც მაღაზიიდან ნისიად გამოიტანა. ასევე, არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი ზუგდიდის მკვიდრია. ამის შესახებ ინფორმაციას კურიერი ავრცელებს.

საქართველოს ბანკზე შეიარაღებული თავდამსხმელი დაკავებულია. საქართველოს ბანკზე შეიარაღებულ თავდამსხმელთან მოლაპარაკებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი შალვა ბედოიძე იყო მოლაპარაკებაზე შესული, რომელმაც თავდამსხმელის დაკავება შეძლო.

ამ დროისთვის ავლაბარში 2 საათიანი სპეცოპერაცია დასრულებულია.

იტვირთბა....