[su_quote]რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ დიალოგის პროცესზე, იმ პროცესებზე, რომლებიც არის დაკავშირებული პარლამენტის ფუნქციონირებასთან და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მეგობრების მოსაზრებების მოსმენა, მათი რჩევის მოსმენა. ბუნებრივია, ეს რჩევები და მოსაზრებები იქნება გათვალისწინებული ჩვენი მხრიდან მომავალი ნაბიჯების გადადგმის დროს[/su_quote]
აღნიშნული განცხადება ამერიკის შეერთებული შტატებში ვიზიტად მყოფმა ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მედიის წარმომადგენელბთან საუბრისას, სენატორებთან – ჯინ შაჰინსა და რონ ჯონსონთან გამართული დახურული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.