ახალი ამბები სამართალი

ყვარელში რამდენიმე ეკლესიების გაქურდვის ბრალდებით ეჭვმიტანილი დააკავეს

ყვარელში ეკლესიების გაქურდვის გამო კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1994 წელს დაბადებული თამაზ ჭ. დააკავეს.

ნივთმტკიცებად ამოღებულია შესაწირავის 2 ყუთი, მოპარული ფულის ნაწილი და ხელთათმანები. დაკავებული აღიარებს ქურდობას.

გამოძიების მიხედვით, ეჭვმიტანილმა 5 დეკემბერს ლაგოდეხშო არსებული ყაზანის ეკლესიიდან 440 ლარი და 20 დოლარი წაიღო. მან 9 დეკემბერს კვლავ გაქურდა იგივე ეკლესია და 30 ლარი წაიღო. 9 დეკემბერსვე  ლაგოდეხის სამების ეკლესიიდან 80 ლარი მოიპარა.  თამაზ ჭ-მ 13 დეკემბერს კიდევ სცადა ლაგოდეხის ყაზანის ეკლესიის გაქურდვა, მაგრამ თანხა აღარ დახვდა. 15 დეკემბერს გურჯაანში გაქურდა სამების სახელობის ეკლესია და 150 ლარი წაიღო.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს.

იტვირთბა....