შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ვაჟა სირაძის ინფორმაციით ავლაბრის ბანკში შეჭრილი თავდამსხმელი დაკავებულია.
მისი ინფორმაციით მძევლებს შორის დაშავებულები არ არიან.
“თავდამსხმელი დაკავებულია. სამართალდამცველების მიერ სპეციალური და საგამოძიებო ოპერატიული სამძებრო სამუშაოების შედეგად შეიარაღებული პირი დაკავებულია. მძევლები გათავისუფლებულია. მათ დაზიანება არ მიუღიათ”, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.
შეგახსენებთ, დღეს ავლაბრის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმა მოხდა. თავდამსხმელს მძევლები ჰყავდა აყვანილი. რა მოთხოვნები ჰქონდა თავდამსხმელს ამის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.