aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი ციტატა

მაყაშვილი: 11 წლის თუ 30 წლის მერე, მნიშვნელობა არ აქვს – მთავარია, გათავისუფლდეთ

11 წლის მერე, 20 წლის მერე, თუ 30 წლის მერე, ამას არა აქვს მნიშვნელობა. მთავარი არის ის, რომ უბრალოდ გათავისუფლდეთ. ძალიან ბევრი ქალბატონი, რომლებიც სხვათა შორის, ახლა მე მეხმიანებიან და ძალიან მიხარია, იმიტომ, რომ რაღაცნაირად მათ ჩემში იპოვეს ხსნა, მე ყველა ქალბატონისთვის ღია ვარ და ყველას აუცილებლად ვუპასუხებ და შეუძლიათ, რომ მომწერონ კიდევაც. ძალიან ბევრი ახლაც მეუბნება, რომ ძალიან დიდი მადლობა შენ გამბედაობისთვის, ძალიან დიდი მადლობა, რომ იყავი ჩვენი ხმა
aviabiletebi
ავიაბილეთები

ეს განცხადება ტელეწამყვანმა ნინუცა მაყაშვილმა ღამის კურიერის ეთერში გააკეთა.

გადაცემაში ფარულ კონვერტი ტელეწამყვანმა ნინუცა მაყაშვილმა, ყოფილ მეუღლეზე ისაუბრა რომელიც მასზე ძალადობდა. ნინუცა მაყაშვილის თქმით, ბესო ზანგური მასზე ორსულობის დროსაც ძალადობდა. ნინუცა მაყაშვილი გაკეთებული განცხადების შემდეგ, პროკურატურაში დაიბარეს.  თავად ზანგური კი მაყაშვილს ტყუილში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მისი ყოფილი ცოლი ცრუ ინფორმაციას ავრცელებს. მაყაშვილს უკვე მხარდაჭერა გამოუცხადეს მსახიობებმა და საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა.

იტვირთბა....