პატიმრობაშ მყოფი გიორგი რურუა ციხიდან წერილს აქვეყნებს და პოლიციის მიერ დაპატიმრებულ გიორგი მუმლაძეს მხარდაწერას უცხადებს.
მეტრონომი გიორგი რურუას მიერ გავრცელებულ წერილს უცვლელად გთავაზობთ.
“კიდევ ერთხელ ჩემი მხარდაჭერა გიორგი მუმლაძეს,გამორჩეულ მოქალაქეს და პატრიოტს, რომლის დაკავებაც უფრო მეტ პოლარიზებას და განხეთქილებას გამოიწვევს.ასევე ჩემი მხარდაჭერა პატრიოტ ძმებ წულუკიძეებს და ძმებ ჭელიძეებს.
რაც ხდება ნამოხვანში,თბილისსა და ბათუმში ნათლად აჩვენებს, რომ საქართველოში ყალიბდება ჯანმრთელი, ძლიერი და სამართლიანი საზოგადოება.
ჩემი მხარდაჭერა ნინუცა მაყაშვილს და ყველა ქალს, თქვენ ხართ მაგალითი, თუ როგორ უნდა დავიცვათ და მოვიპოვოთ ჩვენი უფლებები”, – წერს რურუა.
გიორგი მუმლაძე ქართული ოცნების ოფისთან გამართულ აქციაზე 14 აპრილს დააკავეს. შსს-ს ცნობით, მუმლაძემ პოლიციის თანამშრომლებს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, წინააღმდეგობა გაუწია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.