ახალი ამბები მთავარი

შარლ მიშელი: ევროკავშირი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში ერთიანია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი უკრაინის პრეზიდენტთან, ვლადიმერ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას უკრაინის საზღვართან რუსი სამხედროების გააქტიურების გამო შეშფოთება გამოთქვამს. როგორც მიშელი „ტვიტერზე“ წერს, უკრაინის საკითხზე ის ზელენსკის გარდა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ლიდერსაც ესაუბრა.

„პრეზიდენტ ზელენსკისთან და ნატო-ს გენერალურ მდივანთან საუბრის დროს ღრმა შეშფოთებით განვიხილეთ უკრაინის საზღვართან რუსი სამხედროების გააქტიურების საკითხი. ევროკავშირი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში ერთიანი და მყარია“, – წერს შარლ მიშელი.

იტვირთბა....