ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წლის პირველი 10 თვის მონაცემებით, საქართველოს რკინიგზამ 11.8 მილიონი ტონა ტვირთი გადაზიდა, რაც წინა წელთან შედარებით 15%-ით ნაკლებია. საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვის მაჩვენებელი 2012 წლიდან კლებულობს.
2012 წელს -16.8 მლნ ტონა
2013 წელს- 15.1 მლნ ტონა
2014 წელს- 13.8 ტონა
2015 წელს- 11.8 ტონა.
შემცირებულია ასევე სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების რაოდენობაც. ეს მონაცემები წლების მიხედვით ასე გამოიყურება: 2012 წელს 40.1 მილიონი ტონა, 2013 წელს-38.6, 2014 წელს-37.6, 2015 წელს კი 35.9% მილიონი ტონა.
შეგახსენებთ, რკინიგზის 100%-იანი წილი საქართველოს საპარტნიორო ფონდს ეკუთვნის.