ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ვარლამ გოლეთიანი: დავაორგანიზებთ მთელი საქართველოს მასშტაბით ქვეყნის პიკეტირებას

“მინდა გითხრათ ჩენი მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმების შესახებ: მოკლევადიანი გეგმაა, რომ ამ ღამეს ვათევთ აქ და ხვალ, 8 საათიდან წავალთ ისევ გუმათში”, – ამის შესახებ ქუთაისში მიმდინარე აქციაზე ნამახვან ჰესის მოწინაარმდეგეთა ერთ-ერთმა ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.

გოლეთიანის თქმით, თუკი ხელისუფლება ქმედით ნაბიჯებს არ გადადგამს, ქვეყნის მასშტაბით მასშტაბური აქციები დაიწყება.

“თუ კი ხელისუფლება დღევანდელ სრულიად დაუორგანიზებელ აქციას კიდევ არ გაითვალისწინებს, არ გადმოდგამს ჩვენი მისამართით ადეკვატურ ნაბიჯებს, ჩვენ დავაორგანიზებთ მთელი საქართველოს მასშტაბით ქვეყნის პიკეტირებას. ყველა რეგიონში, ყველა ქალაქში, დავკეტავთ ავტობანსაც. ისინი იძულებულნი გახდებიან, მოუწევთ შეასრულონ ჩვენი სამართლიანი მოთხოვნები, მაგრამ თუ ამანაც არ იმოქმედა მათზე, აუცილებლად დავიძვრებით დედაქალაქისკენ და აქციებს დავიწყებთ დედაქალაქში”, – თქვა გოლეთიანმა.

გუმათჰესთან დღეს გამართული აქციის შემდეგ, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგებმა ქუთაისში გადაინაცვლეს.

ნამახვაჰესის მშენებლობას როგორც გარემოსდამცველები, ასე ადგილობრივი მცხოვრებლები ეწინააღმდეგებიან.

ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ, სოფელ ნამოხვანში 168 დღე კარვები იყო გაშლილი.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები 3 აპრილს, ხეობაში მშენებელი კომპანია ენკა რინიუებლზის დირექტორის, მერაბ ლომინაძის ჩასვლის შემდეგ განახლდა.

 

იტვირთბა....