ახალი ამბები მთავარი

გასინჯა თუ არა პუტინმა პრესკონფერენციამდე ხაჭაპური?

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის საერთაშორისო პრესკონფერენციაზე, რომელიც გლობალურ და შიდა პროცესებს დაეთმო, სტუმრებისთვის საგანგებოდ შეთავაზებულ მენიუში ქართული კერძებიც აღმოჩნდა, კერძოდ კი იმერული და მეგრული ხაჭაპური.

CWaefXnUYAAIAbd

“ქართული ხაჭაპური სპეციალურად გამოცხვა კრემლში ჟურნალისტებისთვის, რომ მიირთვან, სანამ ისინი  პრეზიდენტ პუტინს ნახავენ“ – დებს ტვიტერზე ინფორმაციას ერთ-ერთი რუსი ჟურნალისტი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დღეს  საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთთან სავიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმების თაობაზე განაცხადა. თუმცა მანამდე, მიირთვა თუ არა პუტინმა ქართული ხაჭაპური, უცნობია.

 

 

იტვირთბა....