შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიასთან სიტუაცია დაიძაბა. აქციაზე პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა.
აქციას მართავენ ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები.
ასევე აქ იმყოფებიან მოძრაობა საქართველოსთვის წევრები. ისინი ითხოვენ იმ დაკავებულების გათავისუფლებას, რომლებიც ქართული ოცნების შენობასთან მიმდინარე აქციაზე აიყვანეს.