[su_quote] 11 წელი გავიდა. 11 წლის წინ იყო უმძიმესი პერიოდი ჩვენს ცხოვრებაში, განსაკუთრებით ჩემი დის ცხოვრებაში. ნინუცა განა იმიტომ იყო ჩუმად, რომ არ უნდოდა – მას არ შეეძლო ამაზე ლაპარაკი. ის გადიოდა ურთულეს პროცესებს, ეს გრძელდებოდა წლები. მას სჭირდებოდა ფსიქოლოგები, ფსიქიატრი და ა.შ. ძალიან დიდი დრო დასჭირდა, რომ დაბრუნებოდა ცხოვრებას. მგონია, რომ ძალიან სწორ პერიოდში ამოიღო ხმა. [/su_quote]
ამის შესახებ მსახიობმა რუსკა მაყაშვილმა მის დაზე, ნინუცა მაყაშვილზე ფორმულას ეთერში ისაუბრა, რომლის თქმითაც, ყოფილი მეუღლე, ბესო ზანგური მასზე ორსულობის დროსაც ძალადობდა.