რიონის ხეობაში აქციის მონაწილეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მოაწყონ მსვლელობა სოფელ გუმათიდან ქუთაისისკენ, სადაც შეურთდებიან საპროტესტო აქციას.
ისინი აპროტესტებენ ჰესის მშენებელობას. დაახლოებით 300-400 ადამიანი დაიძრა ქუთაისის მიმართულებით და იქ დაიწყება საპროტესტო აქცია.
შეგახსენებთ, რომ ნამახვაჰესის მშენებლობას როგორც გარემოსდამცველები, ასე ადგილობრივი მცხოვრებლები ეწინააღმდეგებიან.
ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ, სოფელ ნამოხვანში 168 დღე კარვები იყო გაშლილი.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები 3 აპრილს, ხეობაში მშენებელი კომპანია ენკა რინიუებლზის დირექტორის, მერაბ ლომინაძის ჩასვლის შემდეგ განახლდა.