aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი ციტატა

ელენე მაცხონაშვილი: ჩემი თვალით ვნახე, როგორ უმოწყალოდ სცემდა ზანგური გოგოს

დიახ, ეს კაცი არის მოძალადე! თეატრალურ უნივერსიტეტში, ბევრი წლის წინ, ჩემი თვალით ვნახე, ვნახე ბესო ზანგური როგორ სცემდა (თავისივე შეყვარებულ) გოგოს. სცემდა აუდიტორიაში და სცემდა უმოწყალოდ! საკმაოდ რთულად და დიდი გაჭირვებით გამოვართვით ის გოგო მაშინ ხელიდან! იმედი მაქვს, სხვა თეატრები და თეატრალები მაინც ილაპარაკებენ ძალადობაზე, ილაპარაკებენ ადეკვატურად და საღად! “დაგმობა” ცოტაა! დაცინვას უფრო ჰგავს ეგ. ჰოდა, ვინც ძალადობას არ ემიჯნებით, ,,ეროვნული სტატუსიც” უკან გაიკეთეთ!
aviabiletebi
ავიაბილეთები

წერს სოციალურ ქსელში რეჟისორი ელენე მაცხონაშვილი.

გადაცმაში ფარულ კონვერტი ტელეწამყვანმა ნინუცა მაყაშვილმა, ყოფილ მეუღლეზე ისაუბრა რომელიც მასზე ძალადობდა. ნინუცა მაყაშვილის თქმით, ბესო ზანგური მასზე ორსულობის დროსაც ძალადობდა. ნინუცა მაყაშვილი გაკეთებული განცხადების შემდეგ, პროკურატურაში დაიბარეს.  თავად ზანგური კი მაყაშვილს ტყუილში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მისი ყოფილი ცოლი ცრუ ინფორმაციას ავრცელებს. მაყაშვილს უკვე მხარდაჭერა გამოუცხადეს მსახიობებმა და საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა. მეტრონომი მაცხონაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, ცდილობს, თავად ბესო ზანგურს დაუკავშირდეს.

იტვირთბა....