aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

რუსთაველის თეატრი ზანგურზე: შემდეგი ნაბიჯების გადასადგმელად, იურიდიულ საფუძველს ველოდებით

aviabiletebi
ავიაბილეთები

რუსთაველის თეატრში აცხადებენ, რომ მსახიობ ბესო ზანგურთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებენ, როდესაც საქმე აღიძრება. როგორც მეტრონომს თეატრში განუცხადეს, ზანგურთან დაკავშირებით იმოქმედებენ მას შემდეგ, როდესაც ამის იურიდიული საფუძველი იქნება.

ამასთან რუსთაველის თეატრში აღნიშნავენ, რომ ყოველგვარ ძალადობას გმობენ და ემიჯნებიან.

“თეატრმა დააფიქსირა თავის პოზიცია, რომ ემიჯნება ყოველგვარ ოჯახურ ძალადობას. რაც შეეხება სხვა ქმედება, უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, ნინუცამ უნდა უჩივლოს ანუ რაღაცა საქმე უნდა აღიძრას, რომ იურიდიულად მოვიდეს თეატრში, რაც საშუალებას მისცემს თეატრს, რომ მისი სპექტაკლი შეაჩეროს, ან სხვანაირად იმოქმედოს. თუ რამე იურიდიული საფუძველი არ გვექნება… რაღაცის საფუძველზე უნდა გავაკეთოთ ეს. რადგან გახმაურებული ამბავია, სავარაუდოდ, აღიძრება საქმე. არსებობს უდანაშაულობის პრეზუმცია – შეიძლება, მან [ზანგურმა] თქვას, რომ ის [მაყაშვილი] ცრუობსო. საქმე რომ აღიძრება, თეატრს ექნება ზანგურის სპექტაკლებისა და რეპეტიციების შეჩერების საფუძველი. თუ იურიდიული საფუძველი არ გვაქვს, როგორ უნდა მოვიქცეთ? ველოდებით იურიდიულ საფუძველს, რათა ბესო ზანგურთან დაკავშირებით შემდეგი ნაბიჯები გადავდგათ”, – აცხადებენ თეატრში.

გადაცმაში ფარულ კონვერტი ტელეწამყვანმა ნინუცა მაყაშვილმა, ყოფილ მეუღლეზე ისაუბრა რომელიც მასზე ძალადობდა. ნინუცა მაყაშვილის თქმით, ბესო ზანგური მასზე ორსულობის დროსაც ძალადობდა.

თავად ზანგური კი მაყაშვილს ტყუილში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მისი ყოფილი ცოლი ცრუ ინფორმაციას ავრცელებს.

მაყაშვილს უკვე მხარდაჭერა გამოუცხადეს მსახიობებმა და საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა.

იტვირთბა....