პოლიტიკოსი ანა დოლიძე სოციალურ ქსელში ნინუცა მაყაშვილს მხარდაჭერას უცხადებს და ამბობს რომ ახლა მაყაშვილს ქალები უნდა დაუდგნენ გვერდზე.
“ქალზე ძალადობა და ქალის ჩაგვრა დაუშვებელია და ასეთ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ქალები ამოვუდგეთ ერთმანეთს მხარში. ჩემი სოლიდარობა ნინუცა მაყაშვილს”, – წერს დოლიძე.
გადაცმაში ფარულ კონვერტი ტელეწამყვანმა ნინუცა მაყაშვილმა, ყოფილ მეუღლეზე ისაუბრა რომელიც მასზე ძალადობდა. ნინუცა მაყაშვილის თქმით, ბესო ზანგური მასზე ორსულობის დროსაც ძალადობდა.
თავად ზანგური კი მაყაშვილს ტყუილში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მისი ყოფილი ცოლი ცრუ ინფორმაციას ავრცელებს.
მაყაშვილს უკვე მხარდაჭერა გამოუცხადეს მსახიობებმა და საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა.
რუსთაველის თეატრში აცხადებენ, რომ მსახიობ ბესო ზანგურთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებენ, როდესაც საქმე აღიძრება.