ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პოლიცია ნამოხვანჰესის მცველებს: შეწყვიტეთ რკინის ჯებირზე ბრახუნი, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვიყენებთ პროპორციულ ძალას

სოფელ გუმათში ნამოხვანჰესის მშენებლობას კვლავ აპოტესტებენ. რამდენიმე წუთის წინ დაძაბულობამ მოიმატა, როდესაც სამართალდამცველებმა აქტივისტებს რკინის ჯებირზე ბრახუნის შეწყვეტისკენ მოუწოდა და გააფრთხილა, რომ თუ არ გაჩერედბიან გამოიყენებენ პროპორცულ ძალას.

“აგრესია შეწყვიტეთ წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ მივიღებთ პროპორციულ ზომებს”, – მიმართა იმერეთის სამხარეო პოლიციის უფროსმა სულხან თამაზაშვილმა აქციის მონაწილეებს.

შეგახსენებთ, უკვე რამდენიმე თვეა რიონის ხეობაში ნამოხვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს. აქტივისტები კარვებში ათევენ ღამეს და სახელმწიფოსგან კაბალური ხელშეკრულების გაუქმებას ითხოვენ.

იტვირთბა....