ახალი ამბები მთავარი

ნამოხვანისკენ მიმავალი გზა პოლიციამ რკინის ჯებირებით გადაკეტა

დილიდან სოფელ ნამახვანისკენ მიმავალი გზა პოლიციამ რკინის ბარიერებით გადაკეტა, რასაც ჰესის მოწინააღმდეგეთა პროტესტი მოჰყვა.

პროტესტის ერთ-ერთი ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ის რომ ადგილობრივებს არ ეძლევათ საკუტარ სახლებში მისვლის უფლება, ეს იმის ნათელი დადასტურებაა, რომ ხეობა სრულად გაყიდულია ინვესტორზე.

“როცა ვამბობდით, რომ ხეობა არის გადაცემული და ინვესტორის კერძო საკუთრებაშია, ეს არის ამის პირდაპირი დემონსტრირება. დილის 4 საათისთვის აღიმართა ეს რკინის ჯებირები და ჩვენ, ამ ხეობის მცხოვრებლებს არ გვეძლევა საკუთარ სახლში შესვლის უფლება, იმიტომ რომ სახელმწიფო იცავს კერძო კომპანიის ინტერესს. ის, რომ მთელი ხეობა სხვისთვისაა გადაცემული, ეს ამის ნათელი დადასტურებაა”,- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა.

შეგახსენებთ, უკვე რამდენიმე თვეა რიონის ხეობაში ნამოხვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს. აქტივისტები კარვებში ათევენ ღამეს და სახელმწიფოსგან კაბალური ხელშეკრულების გაუქმებას ითხოვენ.

 

იტვირთბა....