მსახიობი თამთა ინაშვილი ნინუცა მაყაშვილს სოლიდარობას უცხადებს და ამბობს, რომ სპექტაკლში, ბესო ზანგურთან ერთად აღარ ითამაშებს.
“სოლიდარობა ჩემს ერთგულ,ნამდვილ,მართალ მეგობარს ნინუცა მაყაშვილს…მე შენს გვერდით ვარ! ვიღაც-ვიღაცეები ცდილობენ მისი სიმართლის უგულებელყოფას…”სადღაც ცისარტყელას მიღმა”არსებობს ასეთი სპექტაკლი, სადაც ერთმანეთს პარტნიორობას ვუწევთ მე და ბესო ზანგური.პროტესტის ნიშნათ მე აღარ ვაპირებ,მასთან ერთად სცენაზე დგომას!!”,- წერს მსახიობი.
გუშინ გადაცმა ფარულ კონვერტში ტელეწამყვანმა ნინუცა მაყაშვილმა, ყოფილ მეუღლეზე ისაუბრა რომელიც მასზე ძალადობდა. ნინუცა მაყაშვილის თქმით, მისი ყოფილი მეუღლე მასზე ორსულობის დროსაც ძალადობდა.