aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გუმათში ვითარება კვლავ დაძაბულია – სავარაუდოდ არიან დაკავებულები

სოფელ გუმათში ამ წუთებში სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაძაბულობაა. როგორც საზოგადოებრივი მოძრაობა რიონის ხეობის გადარჩენისთვის დამფუძნებელმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა დაპირისპირება ენკას მანქანის შემოსვლას მოჰყვა.
გოლეთიანის თქმით, სავარაუდოდ დაკავებულია ათია ადამიანი და დაშავებულების შესახებ ინფორმაციას ახლა იგებს.
aviabiletebi
ავიაბილეთები

აქციის ორგანიზატორების განცხადებით დამატებითი დაძაბულობის თავიდან აცილების მიზნით ისინი დღეს უკან დახევას და საპროტესტო აქციის ხვალ გაგრძელებას აპირებენ.

ნამახვაჰესის მშენებლობას როგორც გარემოსდამცველები, ასე ადგილობრივი მცხოვრებლები ეწინააღმდეგებიან.

ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ, სოფელ ნამოხვანში 168 დღე კარვები იყო გაშლილი.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები 3 აპრილს, ხეობაში მშენებელი კომპანია ენკა რინიუებლზის დირექტორის, მერაბ ლომინაძის ჩასვლის შემდეგ განახლდა.

იტვირთბა....