aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

WizzAir-ი ქუთაისში 18 აპრილიდან, ვილნიუსის და ვარშავის რეისებს შეასრულებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ განაცხადა, რომ 18 აპრილს Wizz AIR-ი ვარშავისა და ვილნიუსის მიმართულებით ქუთაისიდან რეგულარული რეისებს განაახლებს.

მისივე თქმით, თავდაპირველად რეისები კვირაში ერთი სიხშირით შესრულდება, ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით კი სამომავლოდ სიხშირეების ზრდა იგეგმება.

“გვახარებს ის ფაქტი, რომ რამდენიმე დღეში ქუთაისის  გაფართოებულ აეროპორტში რეგულარულ ფრენებს Wizz Air განაახლებს. ცოტა ხნის წინ დაგვიდასტურა ჩვენმა ძირითადმა პარტნიორმა ავიაკომპანიამ მზადყოფნა საქართველოს მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ფრენების განახლების შესახებ. ჩვენის მხრივ, მგზავრებს ვპირდებით, რომ დახვდებათ ოთხჯერ უფრო გაფართოებული აეროპორტი, ახალი სერვისებითა და სიახლეებით, რომელიც ოპერირების განახლების პარალელურად აეროპორტში ეტაპობრივად დაინერგება”, – ამბობს არჩუაძემ.

იტვირთბა....