aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დავით კოდუას ოჯახში ძალადობის საქმეზე ბრალი წარედგინა

aviabiletebi
ავიაბილეთები

პროკურატურამ დავით კოდუას ოჯახში ძალადობის საქმეზე ბრალი წარუდგინა.

უწყების ინფორმაციით, პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დავით კოდუამ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცოლსა და შვილზე ფიზიკურად იძალადა. კოდუას ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით, “ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც  ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ”. ბრალდება სასჯელის სახედ ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კოდუა ოჯახში ძალადობის ბრალდებით გუშინ, 12 აპრილს დააკვაეს.

იტვირთბა....