aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პოლიცია გუმათში აქციის მონაწილეებს გზის გახსნისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში პროპორციულ ძალას გამოიყენებენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, სულხან თამაზაშვილის თქმით, სოფელ გუმათში კომპანია ენკას ოფისთან არსებული ვითარება დიდი ხნის განმავლობაში ვერ გაგრძელდება, შესაბამისად საპროტესტო აქციის მონაწილეები გონივრულ ვადაში უნდა დაიშალონ და სავალი გზა გათავისუფლდეს, თამაზაშვილი, ასევე აღნიშნავს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართალდამცავი სტრუქტურის წარმომადგენლები წესრიგის აღსადგენად პროპორციულ ძალას გამოიყენებენ.

აქციის მონაწილეები ამ დრომდე ენკას ოფისსთან რჩებიან.

ცოტახნის წინ, სოფელ გუმათში, ენკას ერთ-ერთ ოფისთან ვითარება დაიძაბა. აქტივისტებმა კომპანიის შესასვლელი დაბლოკეს, რათა ტრანსპორტის გადაადგილება შეეზღუდათ, რასაც დაპირისპირება მოყვა.

საზოგადოებრივი მოძრაობა რიონის ხეობის გადარჩენისთვის დამფუძნებელმა ვარლამ გოლეთიანმა, განაცხადა, რომ ისინი გზის გადაკეტვას მშვიდობიანად ცდილობენ, მძღოლთან დაპირისპირებაში კი პროვოკატორები შევიდნენ, რომლებიც ადგილზე სიტუაციის არევისთვის არიან შეგზავნილი.

“მოსახლეობა გაივლის და ვერ გაივლიან კომპანიის მანქანები,  არიან პროვოკატორები, რომელშიც შევიდნენ დაპირისპირებაში მძღოლთან, ცდილობენ აქაურობა არიონ და ჩვენ ვცდილობთ, არ მივცეთ ამის საშუალება”, – ამბობს განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა “რიონის ხეობის გადარჩენისთვის” დამფუძნებელმა ვარლამ გოლეთიანმა.

ნამახვაჰესის მშენებლობას როგორც გარემოსდამცველები, ასე ადგილობრივი მცხოვრებლები ეწინააღმდეგებიან.

ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ, სოფელ ნამოხვანში 168 დღე კარვები იყო გაშლილი.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები 3 აპრილს, ხეობაში მშენებელი კომპანია ენკა რინიუებლზის დირექტორის, მერაბ ლომინაძის ჩასვლის შემდეგ განახლდა.

იტვირთბა....