aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისსა და ქუთაისში კოვიდსასტუმრო დაამატეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისში ერთი და ქუთაისში ერთი კოვიდსასტუმრო დაემატა. მიზეზი ქვეყანაში გართულებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა. ამის შესახე პირველ არხს ტურიზმის ეროვნულმა სააგენტომ უთხრა.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 1 374 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსისგან გარდაიცვალა 11 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 422 ადამიანი. ინფორმაციას STOPCOV.GE ავრცელებს. ეს ინფიცირების ბოლო სამი თვის რეკორდული მაჩვენებელია.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 37 524 კვლევა ტესტით, მათ შორის 28 078 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 446 PCR ტესტით.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი 3.66-ია.

იტვირთბა....