ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თურნავა რიონის ხეობის მცველებზე: მთავრობის წევრზე ნაკლები რანგის ადამიანებთან საუბარი არ უნდათ

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, რიონის მცვველებს, მთავრობის წევრზე ნაკლები რანგის ადამიანებთან საუბარი არ სურთ. ამის შესახებ თურნავამ რუსთავის ორის ეთერში განაცხადა.

“აუცილებლად მინდა, გამოვეხმაურო აქტივისტების პოზიციას, ისინი თვლიან, რომ საუბრის სივრცე აღარ არსებობს, აყენებენ პირობებს. მე როგორც ვხვდები, მთავრობის წევრზე ნაკლები რანგის ადამიანებთან საუბარი არ უნდათ და ახლა ბოლოს პრემიერ-მინისტრი ახსენეს”, – ამბობს თურნავა.

ნამახვაჰესის მშენებლობას როგორც გარემოსდამცველები, ასე ადგილობრივი მცხოვრებლები ეწინააღმდეგებიან.

ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ, სოფელ ნამოხვანში 168 დღე კარვები იყო გაშლილი.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები 3 აპრილს, ხეობაში მშენებელი კომპანია ენკა რინიუებლზის დირექტორის, მერაბ ლომინაძის ჩასვლის შემდეგ განახლდა.

იტვირთბა....