ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აქტივისტები გუმათიდან კომპანია ენკას ოფისთან მიდიან

მოძრაობა რიონის ხეობის გადარჩენისთვის აქტივისტები სოფელ გუმათიდან კომპანია ენკას ოფისთან მიდიან.

ადგილზე პოლიციის სპეციალური დანაყოფია მობილიზებული.

ნამახვაჰესის მშენებლობას როგორც გარემოსდამცველები, ასე ადგილობრივი მცხოვრებლები ეწინააღმდეგებიან.

ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ, სოფელ ნამოხვანში 168 დღე კარვები იყო გაშლილი.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები 3 აპრილს, ხეობაში მშენებელი კომპანია ენკა რინიუებლზის დირექტორის, მერაბ ლომინაძის ჩასვლის შემდეგ განახლდა.

 

 

იტვირთბა....