ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

დუეინ ჯონსონს აშშ-ის პრეზიდენტობა სურს

ამერიკელმა მსახიობმა და ფილმ ფორსაჟის ვარსკვლავმა დუეინ ჯონსონმა განაცხადა, რომ მოხარული იქნება თუ ამერიკის პრეზიდენტი გახდება. ამაზე ინფორმაციას გამოცემა გარდიანი ავრცელებს.

მისი თქმით, ის იმ შემთხვევაში მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, თუ იგრძნობს, რომ ეს ხალხს სურს.

“ჩემი მიზანი ხალხის გაერთიანებაა და თუ ჩემი ხალხი ამას ისურვებს, მე ამას გავაკეთებ და კენჭს ვიყრი”, – განაცხადა მსახიობმა.

მისი ეს განცხადება გასულ კვირას გამოქვეყნებულმა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას მოჰყვა, რომლის თანახმად, ამერიკელთა 46%-მა  ჯონსონს მისცა ხმა.

იტვირთბა....