ნამოხვანჰესის საწინააღმდეგო პროტესტი რიონის ხეობაში გრძელდება. ადგილზე აქციის მონაწილეებთან ერთად სამართალდამცავებიც რჩებიან.
უცვლელია გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა. აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ მათ ხეობაში თავიუსფლად გადაადგილების შესაძლებლობა მიეცეთ.
მიუხედავად რთული მეტეოროლოგიური პირობებისა, აქციის მონაწილეები რჩებიან ადგილზე და აცხადებენ, რომ ელოდებიან სხვადასხვა რეგიონებიდან ხალხს, რომლებიც პროტესტს უნდა შემოუერთდნენ.
დღეს ნამოხვანჰესის წინააღმდეგ პროტესტის 170-ე დღეა.