[su_quote]მე პოლიტიკურად ბევრჯერ მითქვამს, რომ არავითარი პოლიტიკური დივიდენდი ქართული ოცნებისთვის ნიკა მელიას პატიმრობას არ მოაქვს, პირიქით… პარტიულ ადვოკატურას მიაჩნია, რომ მელიას პატიმრობაში ყოფნა გაცილებით მეტ ზიანს მოუტანს არა მარტო ოპონენტ ქართულ ოცნებას, არამედ საზოგადოებას… მე გამაჩნია ასეთი შეხედულება, რომ კანონი უნდა აღსრულდეს. ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ კანონის აღსრულება ეწინააღმდეგება იდეას და იდეა არის შემდეგი – არ არსებობს სასამართლო და სახელმწიფო სტრუქტურები, რომელსაც უნდა დაემორჩილო[/su_quote]
ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას პატიმრობაში დატოვებას.