ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კახაძე: მელიამ რომ გირაო გადაიხადოს, ავტომატურად გამოდის და რატომ აპოლიტიკურებენ საქმეს?

[su_quote]კანონი მოქმედებს ისე, როგორც მოქმედებს, მე რამდენადაც ვიცი, მელიამ რომ გირაო გადაიხადოს, ავტომატურად თავისუფლებაზე გამოდის და რატომ აპოლიტიკურებენ ამ საქმეს, ეს არ ვიცი. ერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა თქვა და პირდაპირ დაემთხვა ჩემს აზრს, ვინც არ უნდა იყოს, ინდულგენცია არავის აქვს, თუ კანონი გაქვს დარღვეული, შენი საქციელი უნდა გამოასწორო. მე პოლიტიკურ კომენტარებს არ ვაკეთებ, შერიგების მომხრე ვარ. ოპონენტებს ეს გზა აქვთ არჩეული, რომ ეს მიზეზი აქვთ წამოკიდებული და ამით უნდათ, რომ მთელს მსოფლიოს დაანახონ, თითქოსდა პოლიტიკური დევნაა. იმათ თქვეს, რომ სად არის პოლიტიკური დევნაო? დროში კი დაემთხვა ერთმანეთს, მაგრამ მერე რომ სიღრმეში ჩაიხედეს, ამ კაცს სახელმწიფოს მიმართ კანონი აქვს დარღვეული და მოაწესრიგოსო. ამერიკაში კაპიტოლიუმზე შტურმი რომ მოხდა, სენატორი გადადგა და 20-წლიანი და ზოგს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. ამერიკელები, რომლებიც კანონის მაღალი მომთხოვნი არიან, იქ პოლიტიკა ვერ ერევა[/su_quote]

ამის შესახებ მეტრონომს ქართული ოცნების დეპუტატმა ლადო კახაძემ ენმ-ის თავმჯდომარის ნიკა მელიას პატიმრობაში დატოვების თემის კომენტირებისას განაცხადა.

იტვირთბა....