[su_quote]ეს არ იყო პროცესი, ეს იყო სრული ფარსი – ამაზრზენი… მიზანმიმართულად დააპატიმრეს ნიკა იმიტომ, რომ ეს ორი თვე ვაჭრობდნენ და მერეც გააგრძელეს პარლამენტში შესვლა-არშესვლის თემაზე. ნახეს, რომ არ შედის არავინ პარლამენტში, დააპატიმრეს მელია. ეს არის სიმართლე, დანარჩენი ყველაფერი ტყუილია[/su_quote]
აღნიშნული განცხადება პოლიტიკოსმა, გიგი უგულავამ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.