ახალი ამბები მთავარი ციტატა

მელიას ადვოკატი: მოსამართლემ გაახმოვანა ის გადაწყვეტილება, რომელიც უკვე წინასწარ იყო მიღებული

[su_quote]მოსამართლემ გაახმოვანა ის გადაწყვეტილება, რომელიც უკვე მიღებული იყო წინასწარ. ამ გადაწყვეტილებას არავითარი შემხებლობა არ აქვს კანონთან და სამართლის მოთხოვნებთან. სამწუხაროა, რომ სასამართლომ ელემენტარულად ვერ გამოიჩინა პრინციპულობა. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ყველა სამართლებრივი მეთოდით, ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ. იმ ფონზე როდესაც პროკურატურა ორი თვის განმავლობაში ავრცელებდა პროპაგანდას, რომ ნიკა მელიას შეეძლო გირაოს გადახდა და გამოსვლა, დღეს ამ ყველაფერს აეხადა ფარდა. მათ მოითხოვეს პატიმრობის შეფარდება[/su_quote]

ეს განცხადება ნიკა მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა სასამართლოს დასრულების შემდეგ გააკეთა. სასამართლომ ნიკა მელია პატიმრობაში დატოვა. სასამართლოს შემდეგი სხდომა 28 აპრილს ჩაინიშნა.

იტვირთბა....