საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით საბჭო ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე მიიღებს გადაწყვეტილებას, შიეცვლება თუ არა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით მოქმედი რეგულაციები.
მისი თქმით, საბჭო ყოველთვის დაბალანსებულსა და თანმიმდევრულ ნაბიჯებს დგამს, რაც მოქალაქეების ჯანმრთელობის ზრუნვითაა გამოწვეული.
“ქვეყანაში, კონკრეტულ ეტაპზე არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად, ვირუსის გავრცელების პრევენციისა და მართვის, მოქალაქეების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის და პანდემიისგან მომდინარე სხვა შესაბამისი გამოწვევების საპასუხოდ, საბჭო იღებს თანმიმდევრულ, დაბალანსებულ და პრაგმატულ გადაწყვეტილებებს, მათ შორის, პერიოდულად ხდება შემდგომი რეგულაციების დაწესებასა თუ შემსუბუქებაზე გადაწყვეტილებების მიღება. საბჭო ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე ყველა, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით მოქმედი რეგულაციების გადახედვაზე, რამდენადაც ამის საშუალებას არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება იძლევა”, – განაცხადა ღიბრაძემ
შეგახსენებთ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმომსვლელთათვის 5 დღიანი კარანტინი მოქმედებს.