[su_quote]ძალიან არ მომწონს, რომ სუფთა რუსული ნარატივი ხდება, რომ კორონაზე გადატანა ოკუპაციის პრობლემების. რუსულ ოკუპაციაზე უნდა ვილაპარაკოთ და იმაზე, რომ ამ ადამიანებს საზღვარზე თავისუფალი გადაადგილება აქვთ შეფერხებული და არა კორონაზე, ეს რუსული ოკუპაციის შედეგია. საქართველოში ნებისმიერი ტერიტორია, რომელიც რისკით უფრო მაღალია, ვიდრე სხვა ტერიტორიები, იგივე გვახსოვს, რომ მსგავსი რეჟიმი მუშაობდა მესტიასა და ქვემო ქართლში, როდესაც ავადობა გაცილებით მეტია ერთ რეგიონში, ეს ძალიან ნორმალურია ქვეყნის შიგნით. ნუ აურევთ რუსულ ოკუპაციასა და კორონას გავრცელების გამო, რეგიონების შორის დაწესებულ გადაადგილებულ შეზღუდვას. ეს არის რუსული ოკუპაციის შედეგი, რომ ხალხი იძულებულია შემოვლითი გზით წამოვიდეს და არა კორონასი. ამას ვინც ურევს ერთმანეთში, ის რუსულ საქმეს აკეთებს[/su_quote]
ეს განცხადება დაავადების კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ დღის კურიერის ეთერში გააკეთა.