ახალი ამბები კორონავირუსი მთავარი ციტატა

გამყრელიძე: ჩინური ვაქცინების ეფექტიანობა 60 %-დან 89 %-მდე მერყეობს

[su_quote]ორ ჩინურ ვაქცინას, თვითონ ჩინეთში ჩატარებული კვლევებით, ეფექტიანობა 60 %-დან  89 %-მდე აქვთ. სინოფარმი რომელიც დღეს საქართველოშია შემოსული, სხვადასხვა კვლევების მიხედვით, მისი ეფექტიანობა მერყეობს 79 %-დან 86 %-ის ფარგლებში. სინოვაკი, რომელზეც გუშინ იყო საუბარი, ბრაზილიაში მან 51 % ეფექტურობა აჩვენა, ხოლო გაერთიანებულ საამიროებში და თვითონ ჩინეთში 70 %-მდე. ამიტომ, ორივე ვაქცინა ჯდება მსოფილიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დაწესებულ ნორმებში. გარდა ამ ორი ვაქცინისა, ჩინეთში მუშაობა მიმდინარეობს კიდევ სამ ვაქცინაზე. გარდა ტრადიციული ინაქტივირებული ვაქცინებისა, ჩინეთი თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ ვაქცინებზე ატარებს კვლევებს და სწორედ ამაზე იყო საუბარი, რომ შესაძლოა გამაძლიერებლი დოზების დაამატონ ვაქცინის დოზებს[/su_quote]

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ჩინური ვაქცინების ეფექტიანობაზე სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.

იტვირთბა....