დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში ამ დროისთვის არის ჩვიდმეტამდე ეპიდ აფეთქება.
“დღევანდელი დღის მაჩვენებლით ქვეყანაში გვაქვს ჩვიდმეტამდე ეპიდაფეთქების კერა, რომელიც მართვადია, მაგრამ ეს არის დასაწყისი და თუ არ იქნება რადიკალური ზომები მიღებული და თუ არ მივყევით რეკომენდაციებს, შეიძლება დაიწყოს საყოველთაო გავრცელება”,- ამბობს გამყრელიძე.