წარმოგიდგენთ 10 უსასტიკესი ქალის სიას, რომელთაც ისტორიაში კვალი მკვლელობებითა და სასტიკი წამებით დატოვეს.
10. ირმა იდა გერსე
ის საკონცენტრაციო ბანაკში მუშაობდა, სადაც ქალების განყოფილების უფროსი იყო. ბრალი დაედო და გასამართლდა წამებისა და არადამიანური მოპყრობისთვის, რისთვისაც სიკვდილით დაისაჯა.
9. მირა ჰინდლი
ეს ქალი ინგლისელი სერიული მკვლელია. 5 ბავშვის გაუპატიურება და მკვლელობა ედებოდა ბრალად. მისმა ძმამ მიწოდა ინფორმაცია პოლიციას, თუმცა ის არ აღიარებდა არც ერთ მკვლელობას. საბოლოოდ, სამი დაუმტკიცდა და სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. ის ციხეში გარდაიცვალა 2002 წელს.
8. კასტილიის დედოფალი იზაბელა
მის სახელს უკავშირდება ინკვიზიციის დაარსება. იზაბელა რელიგიური ფანატიზმით გამოირჩეოდა. მან ესპანეთიდან გაყარა ებრაელები, ხოლო მუსულმანები ძალდატანებით გააქრისტიანა.
7. ბევერლი ელიტი
ინგლისელი სერიული მკვლელი ქალი. მას მეტსახელად „სივდილის ანგელოზი“ უწოდეს. 7 ბავშვის მკვლელობასა და 6 ბავშვის სხეულის მძიმე დაზიანებაში ედებოდა ბრალი. ის საავადმყოფოში ექთნად მუშაობდა და დანაშაულის ჩასადენად პროფესიას იყენებდა.
6. ინგლისის დედოფალი მერი
მისმა სასტიკმა დამოკიდებულებამ ოპონენტების მიმართ მეტსახელი ‘სისხლიანი მერი „ მოუტანა.
5. ბელე გინესი
ამერიკელი სერიული მკვლელი ქალი. მან სხვადასხვა დროს მოკლა ქმარი და ყველა შვილი. ასევე ბრალდებული იყო ორი მეგობარი კაცის სიკვდილში.
4. მერი კოტონი
პირველი ინგლისელი სერიული მკვლელი ქალი. მის სახელს უკავშირდება 6 საკუთარი ბავშვის და ორი ქმრის მკვლელობა.
3. ილს კოჰი
მას ბრალად ედება საკუთარი ოჯახის წევრების და სხვების წამება და სიკვდილი. მან თავი მოიკლა ციხეში ყოფნისას.
2. კეტრინ ნაითი
პირველი ავსტრალიელი სერიული მკვლელი ქალი , რომელსაც ბრალად ადამიანების სასტიკად წამება და მოკვდინება დაედო.
1. ელიზაბეთ ბათორი
თავისი სისასტიკით ყველასათვის კარგად ცნობილი გრაფ დრაკულას შორეული ნათესავი. მის სახელს უკავშირდება ე.წ. სისხლიანი აბაზანების გამოგონება, რომელსაც გაახალგაზრდავების მიზნით იყენებდა. მსხვერპლი უმეტესად მოსამსახურე გოგონები იყვნენ. ის მსხვერპლთა შესახებ დღიურს აწარმოებდა. სწორედ ეს გახდა მისი დაკავების მიზეზი. 1611 წელს მას სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.