ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აფხაზეთის მთავრობის სახლთან მოქალაქეები 5 დღიან კარანტინს აპროტეტებენ — არიან დაკავებულები

აფხაზეთის მთავრობის სახლთან მოქალაქეები 5 დღიან კარანტინს აპროტეტებენ, როგორც შინაგან საქამეთა სამინისტრომ metronome-ს უთხრა რომ არიან დაკავებულებიც.

მოძრაობა საქართველოს წევრები, აფხაზეთის მთავრობის სახლში შესვლას ითხოვენ. მათი თქმით, 5 დღიანი კარანტინი მიუღებელია, რადგან ამის გამო ადამიანები იხოცებიან.

“ადამიანებს ყოველ დღე უწევთ ენგურის გადმოცურვა იმისთვის, რომ ელემენტარული საკვები მიიღონ, ამის გამო თითქმის ყოველ დღე ხალხი იღუპება. უნდა მოიხსნას 5 დღიანი კარანტინი”,- ამბობს აქციის მონაწილე.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთისას, სოფელ შამგონასა და სოფელ თაგილონის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დამკვიდრებული უკანონო დაკავებებისთვის თავის არიდების მიზნით, ოკუპირებული გალის რაიონის მკვიდრი საქართველოს მოქალაქეები ცდილობდნენ, მდინარე ენგურის გავლით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას რა დროსაც 4 ადამიანი გარდაიცვალა.

 

იტვირთბა....