ახალი ამბები კორონავირუსი მთავარი

გამოვლინდა კორონავირუსის 359 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 6 პაციენტი

ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან საქართველოში 6 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა 359 ახალი შემთხვევა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 526 ადამიანი. ინფორმაციას STOPCOV.GE ავრცელებს.

11 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.62 %.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 685 კვლევა ტესტით, მათ შორის 7 795 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 890  PCR ტესტით.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 359 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 202 შემთხვევა, აჭარა – 46, იმერეთი – 19, ქვემო ქართლი – 14, შიდა ქართლი – 14, გურია – 9სამეგრელო – ზემო სვანეთი – 40, კახეთი – 5მცხეთა-მთიანეთი – 7, სამცხე-ჯავახეთი – 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1.

იტვირთბა....