დუშეთის მუნიციპალიტეტში 6 სოფელი გარესამყაროს მოწყდა. ძლიერი ნალექის გამო მდინარე არაგვი ადიდდა და საავტომობილო გზა დააზიანა. ბაკურხევის თემის ექვს სოფელთან დაკავშირება მხოლოდ ფეხით არის შესაძლებელი.
გზის გარდა რეგიონში დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზებიც, რის გამოც ელექტრომომარაგება მოსახლოებას არ მიეწოდება.
“როგორც კი ამინდი საშუალებას მოგვცემს და წყლის დონე დაიწევს, ინფრასტრუქტურული აღდგენითი სამუშაოები დაიწყება. აღდგება როგორც საავტომობილო გზა, ასევე ელექტროენერგიის გადამცემი ხაზებიც”, – აცხადებს მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული, დავით ნოზაძე.